გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1174
სიახლეები
ახალი მცირე საწარმოები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 ივნ, 2016
2 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ორგანიზაციების “სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ და “OXFAM საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების წარდგენა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა მოინახულეს მუნიციპალიტეტში დაფინანსებული ახალი კოოპერატიული საწარმოები. სოფელ ბულაჩაურში კოოპერატივ “ჯორჯიან აგრო- ექსპორტ გრუპის“ ორი სასათბურე მეურნეობა, რომლებიც ბიოლოგიურად სუფთა მარწყვისა და პომიდვრის მოყვანას ითვალისწინებს, სოფელ ხანდოში კოოპერატივ “სომეჯი“-ს მიერ შექმნილი ხილისა და კენკრის შეგროვება - გაშრობა - გადამუშავების საწარმო, სოფელ მაღაროსკარში ახლადდაწყებული პროექტი კოოპერატიული საწარმო „ფუტკრის სახლი ფშავში“.

კოოპერატივების წევრებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ხელმძღვანელ პირებს და ესაუბრათ მათი საწარმოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პრობლემები ძირითადად ეხებოდა გაზიფიცირებისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანგრძლივი ვადით იჯარით აღების საკითხებს. გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა მეწარმებს მოკლე ვადებში მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მისცეს.

შეხვედრა შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთანაც, სადაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი განიხილეს.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=985080918278212



იხ.ვიდეომასლა:

https://www.youtube.com/watch?v=pix1MYJuSTc
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N33 20 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0203__4_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-52-87-191-33.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ...
სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ისტორიული პარკებისა და ლანდშაფტების დაცვა, აღდგენა და განვითარება“ 19 ოქტ, 2016
2016 წლის 18 ოქტომბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ,,საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა კავშირ’’-ის ორგანიზებით დუშეთის ხელოვნების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დუშეთის ისტორიული ბაღის დათვალიერება, ...
რეგიონული პირველობა მინი-ფეხბურთში 18 ოქტ, 2016
დასრულდა რეგიონული პირველობა მინი-ფეხბურთში, რომელიც ფეხბურთის პოპულარიზაციასა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეთა კიდევ უფრო დაახლოებას ისახავდა მიზნად. მასში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ...
18 ოქტ, 2016
მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მწყობრიდან გამოვიდა მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდადტმა ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N32 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0188__5_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-54-234-206-43.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N31 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0183__5_files_merged_.compresse/1?e=0 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...
დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს 13 ოქტ, 2016
დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, სოფ.დავათში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ რვაშვილიან ოდიშელიძეების ოჯახს გადაეცა საჩუქრები: სარეცხის მანქანა, ტანსაცმელი ბავშვებისათვის და ...
უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
მუქო-ვაკისოფლის გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ. იხ. ...
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
გუდამაყრის ტერიტორიაზე სანაგვე ურნებისა და სოფლების სახელდების აღმნიშვნელი აბრების განთავსების შესახებ. იხ. ბმული: ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 11 ოქტ, 2016
დღეს, 11 ოქტომბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჟინვალჰესის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა სოფ. ჭოპორტისა, მოსახლეობას ელექტრომომარაგება ...

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით