აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ჩიტაურთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და USAID -ის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
ნინო რუხაძემ ათეა-სა და USAID-ის მრავალწლიან მჭიდრო პარტნიორობას გაუსვა ხაზი და თანამშრომლობის ფარგლებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის, ასევე კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მანვე
პარტნიორ ორგანიზაციას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნინო რუხაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID-ის საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკიმ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა პროგრამის ახალ პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტთან.