• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    მარტი

    მაცაცო ნარიმანიძემ ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა

    🌺 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მერის წარმომადგენელთან დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილთან, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან ქეთო წიკლაურთან და მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების წევრ ქალბატონებს, ასევე, პოლიციაში, სამედიცინო სფეროსა და სახანძროში მომუშავე ქალბატონებს.

    🌺 მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და ჯანმრთელობა, მხნეობა, ბედნიერება, წარმატება და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

    4
    მარტი

    ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

    სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „თავისუფალი ექსპერტებს“ - ს შორის გაფორმებული 2023 წლის 3 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N147-2023 ხელშეკრულების საფუძველზე (CNT230000071) კომპანია ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების საპროექტო სამუშაოებს.

    შპს „თავისუფალი ექსპერტების“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხელშკრულებით გათვალისწინებული მეოთხე ეტაპის დოკუმეტაცია, რომელიც მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმას.

    დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

    საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე -4 და მე - 5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

    გეგმის პროექტისა და სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 06 მარტს 12:00 საათზე, მისამართი: ქ.დუშეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27.

    საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტი და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ელექტრონულ ფორმატში.

    განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27

    საჯარო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:  

    https://drive.google.com/drive/folders/1swg3MWGwvne-zm79j1X2cxOx2qyQlntx?fbclid=IwY2xjawI0-r5leHRuA2FlbQIxMQABHeTvVyatlV_Nv_amZEvpiB6HvAP1oHE2Inu3-Q7mgdxNsEH83wTxmBzhmA_aem_cjo541eHhyeCYLvFCT28pw

    25
    თებერვალი

    ოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

    დუშეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურთან და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან ერთად გზების წმენდით სამუშაოებს პირადად გაეცნო.

    „გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 17 ადმინისტრაციულ ერთეულში, მობილიზებულია ტექნიკა. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. სამუშაოები გაგრძელდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრამდე“ - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    20
    თებერვალი

    ინტენსიური თოვის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დუშეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

    ინტენსიური თოვის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დუშეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაბა ფასანაურის, ფშავისა და ხევსურეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

    ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.

    „აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. შესაბამისი სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღმოიფხვრება შექმნილი პრობლემები“ - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

    6
    სექტემბერი

    საკრებულოს წევრის-ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი)  ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.

    6
    სექტემბერი

    წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩვენო კოდექსის„ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად  ქვეყნდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების და დადგმული სტენდების შესახებ. 

    შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  შენობა-ნაგებობების  შესახებ სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა.

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აგვისტოს N45 დადგენილება - “ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აპრილის N19 განკარგულება - " საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გასამართად შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ" 

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის N42 განკარგულება - „საარჩვენოდ პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ“

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.