მერიის სიახლეები
აპრილი
7 ივნისს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის შენობაში გაიმართება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, ახატანის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარის, ჯიღაურისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში სსიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“- ს მიერ წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია.
დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“- ს შორის 2023 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N132-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000060) საფუძველზე.
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 07 ივნისს, 12:00 საათზე, მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი - ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №9.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;
ასევე, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. მცხეთა. ანტიოქიის ქ. N7