აპრილი
ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ორკესტრმა, რომელიც წარმოდგენილი იყო მცირე შემადგენლობით, მსმენელს წარუდგინა ი.ბრამსის, ი.ს. ბახის, ჟ. ბიზეს, ჟ. მასნეს და ვ. აზარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებები.
ორკესტრის ხელმძღვანელი იაპონიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი- მევიოლინე გიორგი ბაბუაძეა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ხელოვანს 2019 წელს მიენიჭა იაპონიის საიმპერატორო ორდენი საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
ღონისძიების მიზანი იყო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაცია.