გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1209
სიახლეები
პროექტი ,,ზრდა'' საქართველოში 9 მარ, 2017
9 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტმა ზრდამ და სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გამართა შეხვედრა დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დასაქმების ახალი ონლაინ პორტალი www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ალდაგის ონლაინ სააგენტო ქსელში დასაქმების თაობაზე და onjob.ge-ზე დარეგისტრირების მსურველებს ადგილზე გაუწიეს სათანადო დახმარება. სადაზღვევი კომპანია ალდაგისა და USAID-ის ურთიერთანამშრომლობა ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. USAID-ის ხელშეწყობით, აღნიშნული პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს - სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთს მოიცავს. პროექტი ზრდა და კომპანია ალდაგი, სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, განახორციელებენ მოსახლეობისათვის ისეთი სადაზღვევო პაკეტების შეთავაზება-გავრცელებას, როგორიცა მოსავლის, პირუტყვის, ავტომობილის და სიცოცხლის დაზღვევა. ამასთან, პროგრამა ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობათა დასაქმებას და პროექტის სამიზნე რეგიონების საზღვრისპირა თემებში დაზღვევისა და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ალდაგი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ინოვაციური პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. სოციალურ სფეროში, თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი ინტერნეტ პორტალი, რომელიც ონლაინ სამუშაო ქსელს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი, საშუალებას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ სტაბილური შემოსავლის წყარო. www.onjob.ge- ზე შეუძლია 16 წლის ზემოთ, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები , ოჯახებს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1234690926650542
დასუფთავების აქცია 10 მარ, 2017
2017 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ჯეოსელის პროექტის ,, ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტის’’ ფარგლებში, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მოაწყო დასუფთავების აქცია. აქციის მიმდინარეობა დაათვალიერა ...
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 10 მარ, 2017
(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ამავე დღეს, კონცერტი გაიმართა ჟინვალის კულტურის სახლში. იხ. ...
ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში 6 მარ, 2017
2017 წლის 1-3 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ,,ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ...
,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ 27 თებ, 2017
პროექტს ,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ელვა’’, ჯეოლაბსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტს ,,მმართველობა განვითარების ფინანსური მხარდაჭერით’’ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 ...
23 თებ, 2017
2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის - ,,საქართველოს მოხალისის’’ განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო ...
სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 21 თებ, 2017
2017 წლის 15-16 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. იგი ირლანდიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მიწვეულ იქნა სპიკერად. სემინარი ...
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის დაცული ლანდშაფტის სტუსის მინიჭების შესახებ 21 თებ, 2017
20 თებერვალს, ქ. დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 თებ, 2017
2017 წლის 18 თებერვალს, შაბათს, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრის შენობაში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ,, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის გადაუდებელი ცენტრის’’ ექიმების მიერ ჩატრადება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა უფასო გამოკვლევა: კარდიოგრაფია, ...
სამუშაო შეხვედრა 10 თებ, 2017
2017 წლის 9 თებერვალს, ქ.დუშეთში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს ფშავ -ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი მიმდებარე ზონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით