• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე გაიმართა

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე გაიმართა.

    მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

    ▶️შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.

    მერმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა, კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა და არსებული საკითხების გადაჭრის გზებზე მოადგილესთან ერთად იმსჯელა.

    შეგახსებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე ოთხშაბათია.

    25
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, აქტიურად გრძელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, აქტიურად გრძელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

    ✨️ამ ეტაპზე პირმისაანთკარის საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთის მიმართულებით გოგონებსა და ვაჟებს შორის, სადაც საპრიზო ადგილზე გავიდნენ:

    ვაჟები:🏃

    🥇I ადგილი - სოფ. საკრამულის საჯარო სკოლა.

    🥈II ადგილი- ჭოპორტის საჯარო სკოლა.

    გოგონები: 🏃‍♀️

    🥇I ადგილი- ანანურის საჯარო სკოლა.

    🥈IIადგილი - ქ. დუშეთის ვაჟა ფშაველას სახელობის პირველი სკოლა.

    ✨️გამარჯვებული სკოლის გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.

    24
    ნოემბერი

    ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე

    📣ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე შესაბამისი 6 კანდიდატის მოსაძიებლად, პროექტის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინკლუზიურ გარემოში“ .

    ✅️გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტირებისთვის კვალიფიციური პერსონალური ასისტენტის (მათ შორის მომსახურების კოორდინატორის) მომზადება აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და
    დამოკიდებულებების ჩამოყალიბების გზით.
    🔷️სპეციალიზებული ასისტენტის სატრენინო პროგრამა მოიცავს 15 საკითხიან საბაზისო კურსს, რომელიც შედგება 80 სატრენინგო საათისგან. აქედან თეორიული კურსი - 39 საათი, პრაქტიკა
    სუპერვიზიით და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება - 41 საათი. თეორიული ტესტირება - 1 საათი.

    ✅️მხოლოდ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, სერთიფიცირებული კანდიდატები დასაქმდებიან პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

    ▶️პერსონალური ასისიტენტის ძირითადი მოვალეობები:
     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისთვის საჭირო ასისტირებით;

    ▶️ შშმ პირთა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობების და აქტიური ცხოვრების მხარდაჭერა შშმ პირის ასაკის, შეზღუდვის ტიპის, ინდივიდუალური საჭიროებების და თავისებურებების გათვალისწინებით;
     პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესი მრავალფეროვანია და მოიცავს შშმ პირის
    მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ანდა სხვა
    აქტივობებში.

    🟢საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

    კურსის გავლა შეუძლია საშუალო განათლების მქონე, შშმ პირთა ასისტირების (მხარდაჭერის) სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

    შერჩევის პროცედურა:
     ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა/შერჩევა
     გასაუბრება

    წარსადგენი დოკუმენტები:
     შევსებული აპლიკაციის ფორმა
    კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა 
    https://docs.google.com/…/1A8gq8Eo…/edit… 2023 წლის 10 დეკემბრამდე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე anikavacancy@gmail.com . გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ: „პერსონალური ასისტენტი - დუშეთი"

    ▶️ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997
    წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.

    ✅️ასოციაცია „ანიკა“, პარტნიორ ორგანიზაცია სიღნაღის რეგიონის „სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი ქედელი“-თან ერთად იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინკლუზიურ გარემოში“.

    🟢პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური მომსახურების დანერგვა/განხორციელება. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

    28
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან მწითურის ინიციატივა - ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩისთვის კახა მწითურის სახელის მინიჭების შესახე

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან მწითური) დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის-კახა მწითურის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

     

    ლევან მწითურის ინიციატივა - დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩისთვის კახა მწითურის სახელის მინიჭების შესახებ

    ფოტო - სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩა

    ფოტო - კახა მწითური

    გეოგრაფიული ობიექტის აღწერა

    20
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2024- 2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოს კომისიებში განხილვის გ რ ა ფ ი კ ი

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2024- 2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოს კომისიებში განხილვის გრაფიკი.

    🔷️ სოციალურ საკითხთა კომისია - 21 ნოემბერი, 15:00 საათი. საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

    🔷️ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - 21 ნოემბერი, 12:00 საათი. საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

    🔷️ ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია - 21 ნოემბერი, 13:00 საათი. საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

    🔷️ საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - 21 ნოემბერი, 15:00 საათი. საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.