• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ივლისი
    ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა

    მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, კონტრაქტორი კომპანიების და რეგიონული სამშენებლო საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" წარმომადგენლებთან, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    შეხვედრაზე, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

    ასევე, შეფასდა მიმდინარე სამუშაოები და მონიტორინგის შედეგები.

    „ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მოცემულ ვადებში და რაც მთავარია, ხარისხიანად. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება“- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

    მსგავსი ტიპის შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტების მონიტორინგისა და სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით, ყოველკვირეულად იმართება.