• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    ივლისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა 600 000  ლარს შეადგენს. მოსახლეობის მიერ კენჭისყრის გზით შეირჩევა საპროექტო წინადადებები.

     

    თუ გაქვთ იდეა, რა უნდა გაკეთდეს თქვენს დასახლებაში, ეს პროექტი თქვენთვისაა. დაწერეთ საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით. დაწერეთ თქვენი საპროექტო იდეა, წარადგინეთ მერიაში, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და იზრუნეთ თქვენი იდეის გამარჯვებაზე!

     

    პირველი ეტაპი: საპროექტო წინადადებების წარდგენა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის ქალაქში, სოფელსა თუ თემში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს. საპროექტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

    რა საკითხებზე შეგიძლიათ წინადადებების წარმოდგენა?

    თქვენი საპროექტო იდეა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიმართულებით უნდა იყოს:

    •    გამწვანება

    •    გზის, ქუჩის მოწესრიგება

    •    პარკის, სკვერის გაშენება-მოწესრიგება

    •    სპორტული მოედნების მოწესრიგება/მშენებლობა

    •    საბავშვო ატრაქციონების მოწყობა

    •    ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა

    •    დასუფთავების საკითხების მოგვარება

    •    კულტურის ობიექტების მოწყობა-მოწესრიგება

    •    ქუჩის განათების მოწესრიგება

    •    სანიაღვრეების მოწესრიგება

    •    სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები

    დაინტერესებულმა პირებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინოთ 4 აგვისტოს ჩათვლით.

     

    როგორ უნდა წარმოადგინოთ საპროექტო წინადადებები?

    საპროექტო წინადადების წარდგენა შეგიძლიათ ონლაინ. უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე - www.dusheti.gov.ge, ან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, დააჭიროთ ღილაკს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ და შეავსოთ საპროექტო განაცხადის ფორმა.

    საპროექტო განაცხადის ფორმა ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელთან. ის უზრუნველყოფს თქვენ მიერ შევსებული განაცხადის დარეგისტრირებას.

    წინადადებების მიღება დასრულდება 4 აგვისტოს!

     

    მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა

    მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა მოხდება 10 აგვისტომდე. 

    კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

     

    მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა

    საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად.

     

    როგორ მისცეთ ხმა თქვენს რჩეულ საპროექტო წინადადებას?

    კენჭისყრის ეტაპზე უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე - www.dusheti.gov.ge, ან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე და დააჭიროთ ღილაკს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“, სადაც განთავსებული იქნება კენჭისყრის ბმული. აღნიშნულ ბმულზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ კენჭისყრის ფორმაზე.

    კენჭისყრა ჩატარდება 12 აგვისტოდან 25 აგვისტომდე. კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმის მქონე საპროექტო იდეა 200 000 ლარით დაფინანსდება ქალაქ დუშეთიდან, 200 000 ლარით - დაბებში: ჟინვალსა და ფასანაურში გამარჯვებული საპროექტო წინადადება, ხოლო 200 000 ლარით კი - სოფლების ინიციატივა.

    გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან.

     

    ერთად ვიზრუნოთ დუშეთის განვითარებაზე!

    ველოდებით თქვენს ინიციატივებს!