• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ნოემბერი

    გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა

    16-17 ნოემბერს ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელის - გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა.

    ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა:

    16 ნოემბერს, მამა თეოფანემ (წიკლაური), კიტოხის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიხადა მწერლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

    სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის პატივსაცემად მთის ტრადიციული რიტუალი დოღი ჩატარდა;

    ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები;

    17 ნოემბერს, ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობებმა მაყურებელს წარუდგინეს თეატრალური წარმოდგენა მწერლის შემოქმედების შესახებ.

    ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ბაჩო ჩაჩიბაიამ გამართა მონო სპექტაკლი - „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები.“

    ღონისძიებაზე დამსწრე მსახიობებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან (შემოქმედებიდან) ნაწყვეტები და ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე.

    მოეწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

    საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.

    ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

    დღის დასასრულს, ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი გაიმართა.

    12
    ნოემბერი

    6-17 ნოემბერს გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

    16-17 ნოემბერს გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

    ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა:

    16 ნოემბერს, სოფელ ჩოხში ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე.

    ჩატარდება დოღი; ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება;

    მამა თეოფანე (წიკლაური) გადაიხდის მწერლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს;

    17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები მაყურებელს წარუდგენენ თეატრალურ წარმოდგენას მწერლის შემოქმედების შესახებ.

    ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია წარმოადგენს მონო სპექტაკლს - „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები.“

    ღონისძიებაზე დამსწრე მსახიობები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ნაწყვეტებს.

    საღამოს გაუძღვება მსახიობი ნიკა წულუკიძე.

    19:00 საათზე, ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, ანსამბლი ურსა გამართავს სოლო კონცერტს.

    გთხოვთ, მობრძანდეთ.

    11
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 537 000 ლარზე მეტი ღირებულების 5 კმ-მდე გზა კეთილმოეწყო

    ამ ეტაპისათვის გზის დაგების სამუშაოები დასრულდა პირმისაანთკარში, კარიაულთ დასახლებაში, თანიაანთკარსა და წითელსოფელში.

    სოფელ პირმისაანთკარში შესრულებული პროექტი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

    გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად:

    წითელსოფელში ასფალტის საფარი დაიგო 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის გზაზე, პროექტის ღირებულება 740 300 ლარს აღემატება.

    1 კმ-მდე ასფალტის საფარი დაიგო პირმისაანთკარში, სადაც სამუშაოებზე 658 500 ლარზე მეტი გაიხარჯა.

    კარიაულთ დასახლებაში 555 400 ლარზე მეტი ღირებულების პროექტი სამ მონაკვეთზე განხორციელდა, ჯამში კეთილმოეწყო 1.5-მდე გზა.

    750 მეტრი სიგრძის გზაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო თანიანთკარში, სადაც სამუშაოების ღირებულებამ 582 700 ლარზე მეტი შეადგინა.

    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, პროექტები მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება.

    8
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის 30 წარჩინებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის 30 წარჩინებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.

    დაჯილდოების ღონისძიება ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა.

    წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ასლამაზიშვილმა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით ოსეფაშვილმა გადასცეს.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარს, პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ის მოსწავლეები იღებენ, რომლებმაც საბაზისო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

    აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მიზნად მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და ცოდნის ამაღლებას ისახავს.

    6
    სექტემბერი

    საკრებულოს წევრის-ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი)  ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.

    6
    სექტემბერი

    წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩვენო კოდექსის„ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად  ქვეყნდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების და დადგმული სტენდების შესახებ. 

    შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  შენობა-ნაგებობების  შესახებ სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა.

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აგვისტოს N45 დადგენილება - “ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აპრილის N19 განკარგულება - " საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გასამართად შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ" 

    იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის N42 განკარგულება - „საარჩვენოდ პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ“

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.