გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1116
ზოგადი ინფორმაცია

მუნიციპალიტეტში (ტერიტორიის საერთო ფართობი - 2981.5 კმ²) შედის  ქალაქი დუშეთი (მუნიციპალიტეტის ცენტრი) , დაბა ჟინვალი, დაბა ფასანაური და კიდევ 15 სასოფლო ტიპის ტერიტორიული ერთეული: ლაფანაანთკარი, ჟინვალი, ხეობა, მჭადიჯვარი, გრემისხევი, ბაზალეთი, ჭოპორტი, ანანური, ჭართალი, ქვეშეთი, გუდამაყარი, მაღაროსკარი, უკანაფშავი, ბარისახო და შატილი.

მხარე მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით, სამკურნალო მცენარებიითა და განსაკუთრებით - ბუნების ძეგლებით.

რელიეფი, ძირითადად, მთაგორიანია. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მეცხვარეობას; ბარის ზონაში - მებაღეობას და მებოსტნეობას.

სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე არაგვის ხეობა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, აქ გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებით, მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ეთნოგრაფიული კუთხეებითა და ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მრავალფეროვნებით, კარგა ხანია, იქცევდა მკვლევართა ყურადღებას.

სახალხო დღესასწაულებიდან გამოირჩევა ,,ვაჟაობა", რომელიც ეძღვნება ქართული პოეზიის სიამაყის - ვაჟა-ფშაველას ხსოვნას და ტარდება მის მშობლიურ სოფელ ჩარგალში.

აღნიშნული მუზეუმის გარდა შეგიძლიათ დაათვალიეროთ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჭილაშვილების სასახლეში დაცულია უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა, ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, საოჯახო სასტუმროებად მოწყობილ შატილის კოშკებში შემონახული ადგილობრივი ყოფის ამსახველი საბრძოლო და სამეურნეო იარაღები.


დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით