გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1188
სიახლეები
დუშეთი “დედამიწის საათს” შეუერთდა 25 მარ, 2017
უკვე მეათე წელია, 25 მარტს საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია “დედამიწის საათი” აღინიშნება. წელს, აქციას ,,მხარეთმცოდნეობის კლუბის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის- ვაჟა ჩოხელის ხელშეწყობით, ქ.დუშეთიც შეუერთდა და “დედამიწის საათის” მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ერთი საათით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და ადმინისტრაციული შენობებისათვის. მოხალისეებმა საზოგადოებას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული საფრთხების შემცირების მეთოდების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ლედი-მაკა ჩიჩუა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი- ქეთი წიკლაური, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის’’ მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

“დედამიწის საათი”- ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც “ბუნების მსოფლიო ფონდის” ორგანიზებით ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი, ერთი საათით, უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც უდიდეს თანადგომას და ზრუნვას გამოხატავს დედამიწის მიმართ.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1250398335079801
C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია ქ. დუშეთში 7 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, ქ. დუშეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა მოსახლეობის უფასო სკრინინგის აქცია C ჰეპატიტზე. მობილური ლაბორატორიის გამოყენებით, სკრინინგის ფარგლებში, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 5 აპრ, 2017
ჟინვალჰესის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, დილიდან 18:00 საათამდე, ჰესზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შეწყდება წყამომარაგება. ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ...
ქ. დუშეთში „C“ ჰეპატიტის უფასო კვლევა ჩატარდება 4 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, 11:00 საათიდან, ყოფ. სამუსიკო სკოლის შენობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატრადება ,,C“ ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია. გთხოვთ, მობრძანდეთ. კვლევა ...
სამუშაო შეხვედრა 3 აპრ, 2017
3 აპრილს, ქ. დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული საჰაერო გაზსადენის მიწისქვეშა გაზსადენად გადაკეთებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომისიამ განიხილა დაცვის ზონაში არსებული საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშად გადაკეთების ...
კამერული ორკესტრის კონცერტი ქ. დუშეთში 31 მარ, 2017
ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა კამერული ორკესტრის კონცერტი. ქართულ-იაპონური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად, ...
აქცია გახშირებული საგზაო შემთხვევების წინააღმდეგ! 31 მარ, 2017
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის მოხალისეების ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 მარტს, ქ.დუშეთში გაიმართა გამაფრთხილებელი აქცია. მოხალისეებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში გახშირებული საგზაო შემთხვევების შესახებ და დაურიგეს ...
ICCROM- ის ექსპერტის ვიზიტი ქ. დუშეთში 30 მარ, 2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცეტრს ( ICCROM) შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე წლის 29-30 მარტს , საქართველოს სტუმრობდა ICCROM- ის ექსპერტი და გენერალური ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მარ, 2017
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ დუშეთის სერვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ჟინვალის წყალსაცავში წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, მიმდინარე წლის 15 მაისამდე, ქ. დუშეთს წყალმომარაგება შეეზღუდება და განხორციელდება შემდეგი ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი N 04 27 მარ, 2017
იხ. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით