გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
მე–20 საიუბილეო ტურისტული გამოფენა-Caucasus Tourism-CTF ’18 16 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 12-14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ,, ექსპო- ჯორჯიას’’ მე-11 პავილიონმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ,,Welcome To Georgia! National Tourism Awards’’-ის მხარდაჭერით, მე-20 საიუბილეო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ,,Caucasus Tourism-CTF ’18 -ს უმაპინძლა. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები,ორგანიზაციები და რეგიონები, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტი. გამოფენა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: გაიმართა ვორქ-შოპები, პრეზენტაციები და გათამაშებები. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ფართო საზოგადოებისათვის სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი გაეცნოთ. ამ მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ცენტრის ’’ მიერ, გამოფენაზე მოეწყო დუშეთის მუნიციპალიტეტის კუთხე. საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი- გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე- ირინა საგანელიძე, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე- დავით მარკოზაშვილი, აგრეთვე დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები: მერის მოადგილე -თამაზ უნდილაშვილი, განათლების ,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ა(ა)იპ ,, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ცენტრისა ’’ და ა(ა)იპ ,,კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლები’’. ტურისტული გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში, მოახდინოს შიდა ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია, გაამარტივოს ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის გარე მარშრუტების შესახებ, ხელი შეუწყოს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას რეგიონში, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს, ავია და სატრანსპორტო სააგენტოებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე, მათთან შესახვედრად მოიწვიოს დარგით დაინტერესებული ვიზიტორები: საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლები.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1634022150050749
ლიტვის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ქ. დუშეთში 20 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 20 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასის უმასპინძლა. გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგნელებთან ერთად, ქ. დუშეთს სამუშაო ვიზიტით ...
დაბა ფასანაურში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 20 აპრ, 2018
2018 წლის 18 აპრილს, დაბა ფასანაურში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ ქართველი და იაპონელი მუსიკოსები: კამერული ანსამბლი იაპონიიდან, იაპონიაში მოღვაწე დირიჟორი, მევიოლინე - გიორგი ბაბუაძე და ნიჭიერთა ათწლედი მამუკა სიხარულიძის ხელმძღვანელობით. კონცერტს ...
საქველმოქმედო აქცია სოფელ თხილიანაში 16 აპრ, 2018
2018 წლის 13 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ომში დაღუპულთა შემწეობის ფონდის - ,,მეოხი 2004’’-ის ხელმძღვანელი თემურ მირაქიშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თხილიანაში მცხოვრებ ზაზა ჯაბანაშვილის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მათ ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 16 აპრ, 2018
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 იხილეთ ბმულზე: ...
ქ. დუშეთში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 16 აპრ, 2018
2018 წლის 14 აპრილს, ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ...
ტრენინგი ფინანსური მიმართულებით დასაქმებული მოხელეებისათვის 12 აპრ, 2018
2018 წლის 12 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გაიმართა სწავლება-ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და შიდა ...
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის თაობაზე 11 აპრ, 2018
1 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ...
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 10 აპრ, 2018
2018 წლის 9 აპრილს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა- ზურაბ სეხნიაშვილმა, პირველ მოადგილესთან - გიორგი ...
სააღდგომო საჩუქრები 7 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 7 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი ესტუმრნენ დუშეთის ა(ა)იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის’’ და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.უფასო სასადილოს აგრეთვე ესტუმრნენ: მერის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით