გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაი, 2017
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, მისი პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის-ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროსა და მცხეთა-მთაიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამგებელმა მოსახლეობას დღესასწაულთან ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში კონცერტით დაიწყო, დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივმა შემსრულებლებმა სხვდასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს; გაიმართა საჭადრაკო ტურნირი ბარისახოსა და დუშეთის მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის, რომლიც ბარისახოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა; მოეწყო სპორტული მართონი სირბილში, რომლის გამარჯვებული გახდა გიორგი მექვაბიშვილი, ხოლო II და III ადგილები კი- უჩა კარიაულმა და რატი მწითურმა გაინაწილეს; დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს მოსწავლე-ახალგაზრდებმა ქ. დუშეთის N 1 საჯარო სკოლაშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების თანდასწრებით გაიხსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის სტენდი.

საზეიმო ღონისძიებები დასრულდა დოღით. ბაზლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 32 -მა მსურველმა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი- გოგიტა კოწაწაშვილი, II ადგილი- ლევან კარიაული და III ადგილი- გიორგი სოხაშვილი.

გამართულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

აღანიშნავია, რომ დოღს აგრეთვე ესწრებოდა ლევილის ყოფილი მერი- დანიელ ესტრემი, რომელმაც ღონისძიების შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ადგილობრივი მოსახლის მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე, ღვინის მარანი, გაეცნო და დაათვალიერა მხარისთვის დამახასიათებელი ხელსაქმისა და კუთხური სამოსის ნიმუშებს.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1315919331861034
დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები 20 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები , რომელსაც ა(ა)იპ ,,დუშეთს კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება’’ ახორციელებს. ქალაქის შემოსასვლელში გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, განხორციელდა გამხმარი ხეების ...
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში 20 მარ, 2018
2018 წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) შემუშავების მიზნით, ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის (LED) ოფიცერი თინათინ ცოცხალაშვილი ...
ქ. დუშეთში სისხლის უანგარო დონორთა მორიგი აქცია გაიმართა 14 მარ, 2018
მიმდინარე წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარის- გიორგი ასლამაზიშვილის ორგანიზებით, ქ.დუშეთში, გაიმართა სისხლის უანგარო ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N107 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა მენესო ჰესზე 13 მარ, 2018
იხილეთ ბმულზე: ...
სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. 13 მარ, 2018
მიმდინარე წლის 12 მარტს, ქალაქ დუშეთში, გაიმართა ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. მატჩი ,,არაგვის’’ გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. იხილეთ ფოტომასალა: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-136 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა 13 მარ, 2018
მიმიდნარე წლის 8 მარტს, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტის’’ (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა. ...
ანონსი: 12 მარ, 2018
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს, ქ.დუშეთში, 11:00 საათიდან, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ატარებს სისხლის უანგარო დონორთა აქციას. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ჩაუტარდება გამოკვლევები.დაცული იქნება დონორთა ანალიზის პასუხების ...
შეხვედრა სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში 12 მარ, 2018
მიმდინარე წლის 8 მარტს, სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით