გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017 1 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა (ასაკობრივი კატეგორია 2000,2001 და 2002 წლებში დაბადებული ბავშვები.)მონაწილეობა მიიღეს მეგა- პროექტში - ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017’’.

პროექტი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე - ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. შეჯიბრებები ტარდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, ეტაპების მიხედვით:

I ეტაპი - მუნიციპალური თამაშები;

II ეტაპი- რეგიონული თამაშები;

III ეტაპი - დასკვნითი თამაშები;

დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დებულებით განსაზღვრული 9 საშეჯიბრო სახეობიდან მონაწილეობა მიიღეს 5 სახეობაში: გეზრბენი, მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მხიარული სტარტები.

I ეტაპის - მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდების : დუშეთის N2, ფასანაურის, ჟინვალის,ლაფანაანთკარის,მჭადიჯვრის საჯარო სკოლების მოსწავლეთა რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის ორგანიზება უზრუნველყვეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის ,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანებამ.

რეგიონულ თამაშებში მონაწილე 60 ბავშვისთვის საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი დიზაინით სასკოლო- სპორტული ოლიმპიადის სპორტული ფორმების დამზადება და რეგიონულ თამაშებში მონაწილე გუნდების ტრანსპორტირება უზრუნველყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

გამოვლინდნენ რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდები დუშეთის მუნიციპალიტეტიდან; ფასანაურის საჯარო სკოლა (ფრენბურთი) ვაჟთა გუნდი, ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა (მაგიდის ჩოგბურთი ) გოგონები, დუშეთის II საჯარო სკოლა (ფრენბურთი) გოგონები.

დასკვნითი, III ეტაპის სპორტული შეჯიბრებები გაიმართება ქ. ქუთაისში.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1292229677563333



შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ...
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებისათვის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდება! 10 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში ამოქმედდება იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა . 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება . პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე. მოქალაქეები ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში 9 მაისი აღინიშნა 9 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ვაჟა ჩოხელმა, მეორე მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა. მან პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
ლიტერატურული კაფე ,,კაფიას’’ გახსნა ბარისახოში 8 მაი, 2017
5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის“ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გაიხსნა ლიტერატურული კაფე- „კაფია“. გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ...
„მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალი 5 მაი, 2017
4 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა „მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშების ფინალი ჟინვალსა და ბულაჩაურის საფეხბურთო გუნდებს შორის. შეხვედრა ჟინვალის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოყვარულთა თასის რეგიონალურ თამაშებში. გულშემატკივრებთან ...
კონცერტი სახელოვნებო სკოლაში 3 მაი, 2017
2 მაისს, ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა სკოლის მოსწავლეების- იოანე მექვაბიშვილისა და კესო კუპრაშვილის კონცერტი. (პედ: ლ. მასურაშვილი) აღსანიშნავია, რომ იოანე მექვაბიშვილი და კესო კუპრაშვილი ფესტივალ-კონკურსების ,,გზა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით