გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1113
სიახლეები
დაცული ტერიტორიების მესვეურთა ვიზიტი დუშეთში 8 ივნ, 2016
შაბათს, 4 ივნისს, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის განვითარების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან- ვაჟა ჩოხელთან გაიმართა გაცნობოთი ხასიათის შეხვედრა.შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოსდაცვითი პროგრამის მენეჯერი- ანდრეას ვეიცელი (გერმანიის განვითარების ბანკი (KfW)) ; პროექტების უფროსი კოორდინატორი- ლევან ციცქიშვილი (გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) ); ბუნებრივი რესურების მართვის პორტფოლიოს მენეჯერი- კონსტანცე შააფი (ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის განყოფილება, GFA კონსალტინგ გრუპი ); პროგრამის მენეჯერი- რამაზ გოხელაშვილი (დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში, GFA კონსალტინგ გრუპი ); ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დირექტორი- ვაჟა ჭინჭარაული და ეროვნული პარკის თანამშრომლები .სტუმრები დაინტერესებულნი არიან მიმდინარე საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით,პარკში შემავალი ბუნებრივი რესურსებითა და დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციებით.

ვიზიტის დროს დაისახა მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. მათ მოინახულეს პარკის ტერიტორია, გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მისიის ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელეს პარკის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე.

სამუშაო ვიზიტი გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=987520611367576
ლადო გუდიაშვილის საიუბილეო საღამო დუშეთში 21 ივნ, 2016
2016 წლის 18 ივნისს, ქ.დუშეთში ჩატარდა ცნობილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს მოწყობის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა კავშირი“. ღონისძიება ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და დუშეთის ...
ტურნირი-ფესტივალი რაგბში 20 ივნ, 2016
19 ივნისს, ქ. დუშეთში რაგბის კლუბ “ტორნადო“-დუშეთის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სასპორტო სამსახურის თანადგომით გაიმართა ლევან თიგიშვილის სახელობის ტურნირი-ფესტივალი რაგბში ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, სადაც მონაწილეობას იღებდა 6 კლუბის 16 ასაკობრივი გუნდი. ...
საერთო კრება მაღაროსკარში 20 ივნ, 2016
2016 წლის 16 ივნისს, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ მექანიზმებზე მოქალაქეთა ჩართულებას, ჩატარდა სოფლის საერთო კრება, რომლის მიზანიც სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 17 ივნ, 2016
19 ივნისს, 18:00 საათზე, ქ. დუშეთში, ოლიმპიური კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება გოჩა ხოსრიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი მინი ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 17 ივნ, 2016
18 ივნისს, 11:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ.დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში, გაიმართება ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსი ცნობილი დიდოსტატების მონაწილეობით. 16:00 საათზე გაიმართება კონცერტი დუშეთის კულტურის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 17 ივნ, 2016
კვირას, 19 ივნისს, 13:00 საათზე დუშეთის ფეხბურთის მოედანზე გაიმართება ლევან თიგიშვილის სახელობის ტურნირი რაგბში. მონაწილეობას მიიღებენ ბორჯომის, კახეთის, ყაზბეგის, კასპის, თბილისის და დუშეთის გუნდები. გაიმართება საფესტივალო თამაშები მოზარდებს შორის. გთხოვთ ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 17 ივნ, 2016
2016 წლის 18 ივნისს, ჯეოჰოსპიტალსის დუშეთის სამედიცინო ცენტრში (მისამართი: ქ. დუშეთი, აღმაშენებლის ქ. N 71) ჩატარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან სხვდასხვა პროფილის სპეციალისტები: კარდიოლოგი ( მოზრდილთა და ბავშვთა ); თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, ...
ღია კარის დღე საგადასახადო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით 14 ივნ, 2016
2016 წლის 14 ივნისს, მომსახურების დეპარტამენტის ორგანიზებით დუშეთში ჩატარდა ღია კარის დღე, რომელიც ეხებოდა გადასახადის გადამხდელთა ინფორმირებას საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხებისა და საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ...
ვაუჩერიზაცია ბიბლიოთეკებში 13 ივნ, 2016
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წელს განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი. ა(ა)იპ. დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო ...
შემაჯამებელი კონცერტი სახელოვნებო სკოლაში 9 ივნ, 2016
2016 წლის 8 ივნისს, დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მუნიცპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანებების შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით