გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1141
სიახლეები
მოძრავი სერვის ცენტრი (RS CAR) ქ.დუშეთში 27 ივნ, 2016
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სთავაზობს მომსახურების მიღების ახალ საშუალებას - მოძრავი სერვის ცენტრი (RS CAR). ეს არის ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, რომლის საშუალებითაც ათასობით გადასახადის გადამხდელი შეძლებს მიიღოს მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილზე.

RS CAR მომსახურებას გაწევს მაღალმთიან რაიონებში და ასევ იმ რაიონებში, სადაც არ არის მომსახურების სერვის ცენტრი/წარმომადგენლობა. აღნიშნული დაუზოგავს გადამხდელს დროს და ენერგიას.

RS CAR ეს არის გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის კიდევ ერთი საშუალება - სწრაფი, ეფექტური და მარტივი.

RS CAR განახორციელებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც ასრულებს მომსახურების სერვის ცენტრი:

• გადასახადის გადამხდელს შეეძლება მიიღოს კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით;

• შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის განცხადებების მიღება და რეაგირება;

• მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება;

• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება

• შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა)

• პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი რეაგირება;

• და სხვა



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1000196256766678



იხ.ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=P6mpVOsD4L0&feature=youtu.be
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N32 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0188__5_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-54-234-206-43.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N31 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0183__5_files_merged_.compresse/1?e=0 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...
დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს 13 ოქტ, 2016
დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, სოფ.დავათში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ რვაშვილიან ოდიშელიძეების ოჯახს გადაეცა საჩუქრები: სარეცხის მანქანა, ტანსაცმელი ბავშვებისათვის და ...
უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
მუქო-ვაკისოფლის გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ. იხ. ...
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
გუდამაყრის ტერიტორიაზე სანაგვე ურნებისა და სოფლების სახელდების აღმნიშვნელი აბრების განთავსების შესახებ. იხ. ბმული: ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 11 ოქტ, 2016
დღეს, 11 ოქტომბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჟინვალჰესის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა სოფ. ჭოპორტისა, მოსახლეობას ელექტრომომარაგება ...
სიგელი და მადლობის წერილი შალვა ბექაურს 10 ოქტ, 2016
,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირადმცოდნეთა კონკურსში მონაწილეობისათვის, არღუნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, შალვა ბექაურს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ...
სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 7 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ...
დუშთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა 6 ოქტ, 2016
5 ოქტომბერს,დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სეთურებში, ხანძრის შედეგად დაიწვა ზურაბ სეთურიძის საცხოვრებელი სახლი.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა გამგეობის სივრცითი მოწყობის,ინფრასტრუქტურის განვითარების,არქიტექტურისა და ...
ფეხბურთის ახალი მოედანი დუშეთში 6 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ქ.დუშეთში გაიხსნა ფეხბურთის ახალი მოედანი. გაიმართა ამხანაგური თამაში მოყვარულ ფეხბურთელთა შორის. ფეხბურთის მოედნის გახსნას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით