გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
მოსახლეობის საყურადღებოდ! 3 მარ, 2018
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გატყობინებთ, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, საიდანაც მარაგდებოდა ქ. დუშეთი, დაბა ჟინვალი და მიმდებარე სოფლები, რომ შეუძლებელი გახდა სატუმბ სადგურში არსებული ტუმბო - აგრეგატების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. აქედან გამომდინარე შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ ზემოთ ხსენებული დასახლებებისათვის გრაფიკით მიგვეწოდებინა სასმელი წყალი.

დუშეთის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით ორ დღეში ერთხელ:

საღამოს 18:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე.

ჟინვალის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება ყოველდღე:

საღამოს 18:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე.

ხოლო დანარჩენ დღეებში ქალაქის უბნებში, სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში და სკოლებში, იმოძრავებს და მოსახლეობას სასმელ წყალს მიაწვდის წყალმზიდი სისტემა.

მიმდინარეობს სადრენაჟე სამუშაოები, მარტის შუა რიცხვებიდან წყალმომარაგების გრაფიკი გაუმჯობესდება.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N107 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა მენესო ჰესზე 13 მარ, 2018
იხილეთ ბმულზე: ...
სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. 13 მარ, 2018
მიმდინარე წლის 12 მარტს, ქალაქ დუშეთში, გაიმართა ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. მატჩი ,,არაგვის’’ გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. იხილეთ ფოტომასალა: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-136 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა 13 მარ, 2018
მიმიდნარე წლის 8 მარტს, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტის’’ (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა. ...
ანონსი: 12 მარ, 2018
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს, ქ.დუშეთში, 11:00 საათიდან, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ატარებს სისხლის უანგარო დონორთა აქციას. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ჩაუტარდება გამოკვლევები.დაცული იქნება დონორთა ანალიზის პასუხების ...
შეხვედრა სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში 12 მარ, 2018
მიმდინარე წლის 8 მარტს, სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ...
საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რაიონული შეხვედრა 9 მარ, 2018
მიმდინარე წლის 9 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე - ნუგზარ ...
სარვამარტო ღონისძიება 9 მარ, 2018
მიმდინარე წლის 8 მარტს, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სარვამარტო ღონისძიება. ...
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა 7 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ჭილურტსა და ებნისში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპეციალისტები ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით