გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 21 თებ, 2017
2017 წლის 15-16 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. იგი ირლანდიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მიწვეულ იქნა სპიკერად.

სემინარი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის მიერ პროექტის- „ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ 2015-2017 წლის უკრაინის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

ვორქშოფზე ვაჟა ჩოხელმა ორი პრეზენტაცია წარადგინა, მან საკუთარ მოხსენებებში ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „რას ნიშნავს იყო გამგებელი/მერი“ და „იდეიდან პროექტამდე“ , თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია, ანგარიშვალდებულება, ეთიკა და გამჭვირვალობა. გაიმართა დისკუსია. გამგებელმა გერმანიისა და ირლანდიის წარმომადგენლებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად საკუთარი გამოცდილება უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან პროექტში ჩართულ 30 მერს გაუზიარა. პროექტი „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგით იმ მიდგომების შემუშავება, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანაში: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამდენიმე სემინარი, ვორქშოპი უკვე ჩატარდა თბილისში, მოლდოვაში.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1220279788091656
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 ივლ, 2017
6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ...
გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში 4 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 1 ივლისს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი ,, ამ მიწის ბედი ჩემი ბედია''. საღამო ორგანიზებული იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და მსახიობის- იზა ...
სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი 3 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 2 ივლისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალური ...
ქ.დუშეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 2 ივლ, 2017
2017 წლია 2 ივლისს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ბაზიერთა და მეიარაღეთა ფესტივალი 1 ივლ, 2017
1 ივლისს,ბაზალეთის ტბაზე მდებარეციხე -კოშკში - „ოქროს აკვანი“ ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა,რომელიც მიეძღვნა სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანთა ხსოვნას.ფესტივალის ორგანიზატორი და დამაარსებელია დავით ქაფიაშვილი,რომელმაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ...
შეხვედრა საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ 30 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 30 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვისა’’ და ,,სიდას’’ ორგანიზებით, რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ...
შეხვედრა დაცული ლანდშაფტის მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით 30 ივნ, 2017
ქ. დუშეთში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხულული იქნა ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: 29 ივნ, 2017
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-14 მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ...
ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ ! 29 ივნ, 2017
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა'' და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის'' მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდება ბუნებრივი ...
საინფორმაციო შეხვედრა 28 ივნ, 2017
27 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. „ბოდორნის არსებული წყალსაცავის ტერიტორიაზე ფიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების “ ანგარიშის განხილვა გაიმართა. პროექტს ახორციელებს კომპანია GWP( ჯორჯიან უოთერ ენდ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით