გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1153
სიახლეები
ახალი საწარმოები ბარისახოსა და მაღაროსკარში 3 ოქტ, 2016
,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში’’- პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ (RCDA) და OXFAM საქართველოს კონსორციების მჭიდრო თანამშრომლობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ორი საწარმო ბარისახოსა და მაღაროსკარში.

სოფ. ბარისახოში გაიხსნა მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი კოოპერატიული საწარმო ,,არაგველები’’, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დეკის ჩაისა და სხვა მცენარეული ნარევების წარმოება.

სოფ.მაღაროსკარში გაიხსნა ,, თაფლის სახლი ფშავში’’, სრულად აღჭურვილი თაფლის საწარმო, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მეფუტკრეობა და ფშაური თაფლის წარმოება.

საწარმოების გახსნას ესწრებოდნენ: ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ დირექტორი როსტომ გაბისონია, ოქსფამის წარმომადგენელი გიორგი დათუსანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი და სხვანი.



იხ: ფოტომასლა

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1078729512246685



იხ: ვიდეომასლა

https://www.youtube.com/watch?v=Rfd43-3mMec&feature=youtu.be
ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი’’ დუშეთში 24 მარ, 2017
2017 წლის 24 მარტს, ქ. დუშეთის II საჯარო სკოლაში სოციალურ-საგანმანათლებლო ინტელექტუალური შეჯიბრი- ,,ეტალონი’’ გაიმართა. ჩემპიონატში დუშეთის მუნიციპალიტეტის 35 სკოლის 80 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელი გადაეცა, ხოლო ინტელექტუალურ ...
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია 24 მარ, 2017
მიმდინარე წლის 24 მარტს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ცენტრის მოხალისეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ...
ქ. დუშეთი უერთდება გარემოსდაცვით აქციას- ,,დედამიწის საათი’’ 24 მარ, 2017
2017 წლის 25 მარტს, ქ. დუშეთი შეურთდება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას და ,,დედამიწის საათს’’ აღნიშნავს. აქციის ფარგლებში, I სკოლის მოსაწავლეების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია უსაფრთხო ...
დასუფთავების საგაზფხულო სამუშაოები 24 მარ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ ,,დუშეთს კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება’’ ახორციელებს. ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთულში გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ...
შეხვედრა ,,მხარეთმცოდნეობის კლუბის’’ წევრებთან 23 მარ, 2017
2017 წლის 23 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი შეხვდა I საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ,,მხარეთმცდონეობის კლუბში’’ . მოსწავლეების ინიციატივით, გამგებელმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა- დემოკრატიული ...
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 23 მარ, 2017
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში '' ( COMUS) ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ...
შეხვედრა დუშეთისა და რუსთავის საფეხბურთო გუნდებს შორის 21 მარ, 2017
მიმდინარე წლის 21 მარტს, ქ. დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ,,ბ’’ ჯგუფის პირველი წრის I ტურის შეხვედრა გაიმართა. დუშეთის საფეხბურთო გუნდმა ,,არაგვმა’’ უმასპინძლა რუსთავის- ,,რუსთავი-2’’-ს. შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიშით: 1-1. იხ. ...
COMUS-ის ეროვნულ დაინტერსებულ მხარეთა საინფორმაციო შეხვედრა 21 მარ, 2017
21 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიწვეულ იქნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც გაიმართა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტ COMUS-ის შესახებ დონორთა და ეროვნულ დაინტერესებულ მხარეთა საინფორმაციო შეხვედრა. ქალაქ დუშეთში ...
აქცია „მაკულლიტელატურა“ 15 მარ, 2017
2017 წლის 16 მარტს, აღმაშენებლის ქ.N-1-ში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, გაიმართება აქცია „მაკულიტელატურა“, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს ...
ფოტოკონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება 13 მარ, 2017
მიმდინარე წლის 13 მარტს, ქ. დუშეთში, ყოფ. მუსიკალური სკოლის შენობაში, ფოტოკონკურსის-,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი გამოცხადებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით