გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1141
სიახლეები
მიხა ხელაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ჩარგალში 26 იან, 2017
სოფელ ჩარგალში, 2017 წლის 25 იანვარს, გაიმართა მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საზოგადოების წარმომადგენლებმა: პოეტებმა, მწერლებმა, ხალხურმა მთქმელებმა, ჩოხოსნებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირისა და პოეტის, მიხა ხელაშვილის ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები-დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, დებმა ნაყეურებმა, ახმეტელის თეატრის მსახიობებმა. ქართული საბრძოლო ხელოვნება წარმოადგინა ,,ხრიდოლმა’’. (ხელი-ი ნუკრი მჭედლიშვილი). მოეწყო მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1196165473836421



იხ. ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=r7OTez9PU_g&feature=youtu.be

ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის'' სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში 9 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურმა’’ ქალაქის ცენტრისა და სკვერის ტერიტორიებზე საყვავილე თარგები მოაწყო. დაირგო სეზონური ყვავილები. გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერიეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ქ. დუშეთში განახლებული კულტურის სახლი იხსნება 8 ივნ, 2017
მ/ წლის , 9 ივნისს 17 საათზე დაგეგმილია განახლებული კულტურის სახლის გახსნა და ქალბატონ მაია მანიას წიგნის ,, დუშეთი- ურბანული და და არქიტექტურული მემკვიდრეობა’’პრეზენტაცია. გთხოვთ, ...
ბავშვთა კვირეულის დასკვნითი აქტივობები ქ. დუშეთში 5 ივნ, 2017
5 ივნისს, ქ. დუშეთში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა. ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქტივობა-ასფალტზე ხატვა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, რომლებიც დასაჩუქრდნენ დუშეთის ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გრძელდება 2 ივნ, 2017
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვდასხვა ღონისძიებები და აქტივობები გრძელდება. ქ. დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ ქ. დუშეთის ,,ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბავშვებისათვის მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში კონცერტით დაიწყო. მონაწილეობდნენ საესტრადო ანსამბლი ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები. კონცერტის შემდეგ, ქ. დუშეთის I და II საჯარო ...
სისხლის უანგარო დონორთა აქცია ქ. დუშეთში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ''. აქციაში მონაწილეობა ...
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები: 31 მაი, 2017
11:00 სთ. -ასფალტზე ხატვა, ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით და საჩუქრების გადაცემა.( ქ. დუშეთის ცენტრალური პარკის, იგივე ,,ბულვარის’’ მიმდებარე ტერიტორია ) 12:00 სთ. - კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლ ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელთა ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი N6 31 მაი, 2017
იხ. ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მაი, 2017
1 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე ...
ჯ. ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში 30 მაი, 2017
29 მაისს, ქ. დუშეთის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, ჩატარდა ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის- ჯემალ (ოთარ) ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში. შეჯიბრი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით