გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1116
სიახლეები
ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში 6 მარ, 2017
2017 წლის 1-3 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ,,ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის'', რომელიც საქართველოსთვის 2015-2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ნაწილია და ხორციელდება ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' . ხოლო, 1 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ,,გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში'', ევროპის საბჭოს სათაო ოფისში, საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა ზემოაღნიშნული საპროექტო წინადადების ფარგლებში შეთანხმებას გრანტის მიღების შესახებ.

როგორც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს მერებს/გამგებლებს, როგორც ადგილობრივ ლიდერებს, ,,გამოიყენონ ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად საკუთარ ქვეყნებში.''ბატონმა კიფერმა დასძინა, რომ ,,ჩვენ, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წევრები ვამაყობთ, რომ შეგვიძლია თქვენი პოლიტიკური პლატფორმისა და სამუშაო ჩარჩოს უზრუნველყოფა განვითარების ამ გზაზე.''

ხელისმოწერამდე მერებს/გამგებლებს მიეცათ საშუალება გაეცვალათ მოსაზრებები კოლეგებთან,ეროვნულ

ასოციაციებთან,ადგილობრივ და რეგიონალურ ექსპერტებთან და ხელმძღვანელებთან მათი საპროექტო ინიციატივების შესახებ, რათა ერთობლივი ჩართულობით განეხილათ პროექტის იმპლიმენტაციის შემდგომი ნაბიჯები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნის (საქართვერლო, უკრაინა, სომხეტი, მოლდოვა) თორმეტ დელეგაციასთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი-ანდრიას კიფერი, თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი- მარიტე მორასი, ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე- ხოსე მენდეს ბოტა და სხვა ოფიციალური პირები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან საგრანტო წინადადებების ფარგლებში დაფინანსდნენ დუშეთის , თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1231494033636898



იხ. ხელისმოწერის ცერემონიის არაოფიციალური ვიდეომასალა :

https://www.youtube.com/watch?v=2lF9SLx_0Ro&feature=youtu.be





დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი N 04 27 მარ, 2017 13:11
იხ. ...
დუშეთი “დედამიწის საათს” შეუერთდა 25 მარ, 2017
უკვე მეათე წელია, 25 მარტს საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია “დედამიწის საათი” აღინიშნება. წელს, აქციას ,,მხარეთმცოდნეობის კლუბის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის- ვაჟა ჩოხელის ხელშეწყობით, ქ.დუშეთიც შეუერთდა და “დედამიწის საათის” მხარდასაჭერად ცენტრალურ ...
ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი’’ დუშეთში 24 მარ, 2017
2017 წლის 24 მარტს, ქ. დუშეთის II საჯარო სკოლაში სოციალურ-საგანმანათლებლო ინტელექტუალური შეჯიბრი- ,,ეტალონი’’ გაიმართა. ჩემპიონატში დუშეთის მუნიციპალიტეტის 35 სკოლის 80 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელი გადაეცა, ხოლო ინტელექტუალურ ...
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია 24 მარ, 2017
მიმდინარე წლის 24 მარტს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ცენტრის მოხალისეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ...
ქ. დუშეთი უერთდება გარემოსდაცვით აქციას- ,,დედამიწის საათი’’ 24 მარ, 2017
2017 წლის 25 მარტს, ქ. დუშეთი შეურთდება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას და ,,დედამიწის საათს’’ აღნიშნავს. აქციის ფარგლებში, I სკოლის მოსაწავლეების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია უსაფრთხო ...
დასუფთავების საგაზფხულო სამუშაოები 24 მარ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ ,,დუშეთს კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება’’ ახორციელებს. ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთულში გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ...
შეხვედრა ,,მხარეთმცოდნეობის კლუბის’’ წევრებთან 23 მარ, 2017
2017 წლის 23 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი შეხვდა I საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ,,მხარეთმცდონეობის კლუბში’’ . მოსწავლეების ინიციატივით, გამგებელმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა- დემოკრატიული ...
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 23 მარ, 2017
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში '' ( COMUS) ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ...
შეხვედრა დუშეთისა და რუსთავის საფეხბურთო გუნდებს შორის 21 მარ, 2017
მიმდინარე წლის 21 მარტს, ქ. დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ,,ბ’’ ჯგუფის პირველი წრის I ტურის შეხვედრა გაიმართა. დუშეთის საფეხბურთო გუნდმა ,,არაგვმა’’ უმასპინძლა რუსთავის- ,,რუსთავი-2’’-ს. შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიშით: 1-1. იხ. ...
COMUS-ის ეროვნულ დაინტერსებულ მხარეთა საინფორმაციო შეხვედრა 21 მარ, 2017
21 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიწვეულ იქნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც გაიმართა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტ COMUS-ის შესახებ დონორთა და ეროვნულ დაინტერესებულ მხარეთა საინფორმაციო შეხვედრა. ქალაქ დუშეთში ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით