გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1183
სიახლეები
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციული ერთეული ( ქ. დუშეთი, ჟინვალი, ფასანაური, მჭადიჯვარი და ჭოპორტი), სადაც პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების“ შექმნა, რომელთა ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, პროექტზე მომუშავე მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პროექტის არსისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, ჩამოყალიბდა „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტი’’, რომელიც მომავალში პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დებატების ორგანიზებას მოსახლეობასთან და სხვ.

შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგებლის წარმომადგენლები ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში და პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1306492839470350
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები 11 ივლ, 2017
6 - 7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა მისასვლელი გზები, დაზიანდა ნაპირსამაგრები. შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 11 ივლ, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ივლისს, 11:00 საათიდან, სოფელ ბაზალეთში ჩატარდება C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. კვლევა ...
სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის სხდომა 10 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის’’ სხდომა. კომისიის წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშთის მუნიციპალიტეტის ...
ხევურეთში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს 9 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უამინდობისა და უგზოობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და შატილის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა განხორციელდა. ტურისტები 6-7 ივლისის ძლიერი ...
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 ივლ, 2017
6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ...
6 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 4 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2- ის საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერში’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის შესახებ გასული სიუჟეტის თეობაზე, საინფორმაციო განყოფილება მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაცნობოთ, რომ ტენდენციური ტელევიზია ,,რუსთავი 2’’ მათთვის ...
6 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 27 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მივიღეთ ინფორმაცია, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მცხოვრები 4 წლის თეონა წიკლაურის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, თუმცა იმის გამო, რომ ხეობა სპეციფიური ...
გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში 4 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 1 ივლისს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი ,, ამ მიწის ბედი ჩემი ბედია''. საღამო ორგანიზებული იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და მსახიობის- იზა ...
სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი 3 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 2 ივლისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალური ...
ქ.დუშეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 2 ივლ, 2017
2017 წლია 2 ივლისს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით