• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    მაისი
    "ცისფერი მთები" ჩვენება

    ✅️ქართული კინოს დღესთან დაკავშირებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ფილმის "ცისფერი მთები" ჩვენება გაიმართა.

    🔷️ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ჩვენების შემდეგ დისკუსია გამართეს და ქართული კინოს შესახებ ისაუბრეს.

    ▶️ ღონისძიების ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მერის ახალგაზრულ მრჩეველთა საბჭო და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

    ✅️ცნობისათვის 15 მაისს ქართულ კინოს 115 წელი შეუსრულდა, ხოლო 1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად.