• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    მარტი
    "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის"

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო 21 მარტს ტრადიციულად უერთდება საინფორმაციო კამპანიას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ, რომლის წლევანდელი გზავნილიცაა "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის".

    ▶️ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძის ინიციატივით, საკრებულოს სოციალური კომისიის საკითხთა თავმჯდომარემ, ექიმ-თერაპევტმა გიორგი ასლამაზიშვილმა ამ დღის შესახებ საინფორმაციო სახის ლექცია წაიკითხა.

    ➡️ მან საუბრისას ხაზი გაუსვა აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ადაპტაციის მნიშვნელობას და განმარტა, რომ დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. ამ დროს ადამიანში ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში ანუ ტრისომია, ხოლო 21 მარტიც ცნობიერების ამაღლების დღედ სწორედ ამ 21-ე ქრომოსომის გასამების გამოა არჩეული.

    🎗 შეხვედრის მონაწილეები ლექციაზე სიმბოლურად ჭრელი წინდებით იმყოფებოდნენ, რადგან გარდა იმისა რომ წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს, იგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის სიმბოლოა.

    ✅ მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფორმაციის სწორად მიწოდების გზით აღმოიფხვრას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. "თუ ჩვენ ერთად გავაკეთებთ ყველაფერს და ამ წლის მისიასაც შევასრულებთ, აღარ დაგვჭირდება იმ მითების თუ სტიგმების დამსხვრევა, რომელიც რეალურად არც უნდა არსებობდეს"-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

    📷 შეხვედრის ბოლოს მონაწილეების მიერ ერთობლივად შექმნილი ფერადი ბანერებისა და ჭრელი წინდების ფონზე სიმბოლური ფოტო-აქცია "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" მოეწყო, ხოლო მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მოქალაქეებს ამ დღის აღსანიშნავი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.