• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    დეკემბერი
    შშმ პირთა საერთაშორისო დღე

    შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში იმყოფებოდა.

    „ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ადგილობრივი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ - განაცხადა შეხვედრისას მანანა ნარიმანიძემ და პანსიონატის 47 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

    აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა აგრეთვე მიიღეს ჩეხეთის კარიტასის და დუშეთის წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა, რომლებიც შშმ პირთა მხარდაჭერის მიზნით, სოციალურ პროექტებს დუშეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ.