• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    მაისი
    შეხვედრა ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერთან ვოიტეჰ კუბეჩთან

    ▶️ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერთან ვოიტეჰ კუბეჩთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    ➡️ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აქტივობების შესახებ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სადაც ახლა ტურისტული ბილიკების მარკირება მიმდინარეობს.

    ▶️ აღნიშნული აქტივობის მიზანია უსაფრთხო ტურიზმის განვითარება ადგილზე და ლანდშაფტის პოპულარობის დონის გაზრდა.

    ➡️ პროექტის ფარგლებში "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვა", აგრეთვე, დაგეგმილია ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა და ჩეხი ექსპერტების ჩართვა აღნიშნული მიმართულებით.

    ▶️ მხარეები შეხვედრის ბოლოს კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.