• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    დეკემბერი
    შეხვედრა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

    კომპანიის სერვისცენტრის მენეჯერმა ზვიად ნაკაიძემ მერს ყაზბეგისა და დუშეთის სერვისცენტრის ახლად დანიშნული მენეჯერი მამუკა მეზვრიშვილი გააცნო და ამ ეტაპზე დასრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.

    ცნობისათვის, კომპანია სოკარს უკვე ექსპლოატაციაში გადაეცა ჩირიკის, წინკობანის,ზემო ამირნის, ცხვედიათის, ბანცურთკარის, ქავთარაანის,ზემო არანისის და ცივწყაროს სააბონენტო ქსელი და აღნიშნულ სოფლებში უკვე მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ჩართვის სამუშაოები.

    რაც შეეხება სოფლებს: გრიგოლაანთკარს, ჩირდილელიაანთკარს, ჩუბინიანთკარს, პავლეურს, დოლასქედს, ვაშლობს, ჯუღისს, ხარხეთს, მანასეურს, სალაჯურს და გოგნაურებს, აქ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანია "სოკართან" საექსპლოატაციო გადაცემის სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაასრულებს და მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცემა.

    მანანა ნარიმანიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა ზვიად ნაკაიძეს და აქცენტი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გააკეთა.