• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    აგვისტო
    ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    🔷 ამ ეტაპზე უკვე დასრულდა მწითურის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების პროცესი, რომლის პროექტის ღირებულებამაც 134 800 ლარი შეადგინა.

    🔷 ამას გარდა, მილახვრიანთკარის დასახლებაში ჭილაშვილების სასახლის წინ ქვაფენილის დაგების სამუშაოებია დაგეგმილი, ხოლო საგზაო დეპარტამენტი ამავე დასახლებაში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს.

    🔷 რაც შეეხება, კობიაანთკარის დასახლებას, 202 394 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, აქ სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელები ეწყობა.

    ✅ მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან და მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად გაეცნო.

    ➡️ მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.