• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    ივნისი
    ქ. დუშეთის N1 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა

    ქ. დუშეთის N1 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

    პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი და ქართველი პოეტების შემოქმედება წარუდგინეს.

    ღონისძიებას, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური მერიის თანამშრომლებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ.

    ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღმზრდელებს გაწეული შრომისთვის, ხოლო პატარებს წარმატებული მომავალი უსურვეს.