მერიის სიახლეები
ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერიისა და და საკრებულოს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ ადგილობრივ და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებზე, გენდერული უთანასწორობის საფუძვლებსა და თანასწორობის მხარდამჭერ სტრატეგიებზე ისაუბრა.
მაცაცო ნარიმანიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ დუშეთის მუნიპალიტეტმა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2022 წლის აგვისტოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად უკვე დაიწყო.
აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი დაემყარება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც წარმოდგენილია როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის იმ საერთაშორისო ინსტრუმენტებში, რომლებსაც საქართველო იზიარებს.