• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    მარტი
    სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა

    ✔დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის თაობაზე სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან თამილა ნადირაშვილთან ერთად დაესწრო.

    ▶️ მცხეთა - მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ხამხაძემ შეხვედრაზე განმარტა, რომ პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

    ⭕ დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

    ⭕ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

    ⭕ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

    ➡️ დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18 ან დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე: 15 05