მერიის სიახლეები
თებერვალი
✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის 272 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობის საერთო კრებები დასრულდა.
ადგილობრივებმა პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტეს. მათ შორისაა:
🔷 სასმელი წყლის სისტემები;
🔷 სარწყავი სისტემები;
🔷 სანიაღვრე სისტემები;
🔷 ნაპირსამაგრი სამუშაოები;
🔷 გზები და გზისპირა მოსაცდელები;
🔷 ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
🔷 გარე განათება;
🔷 სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
🔷 სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
🔷 ამბულატორიის შენობები;
🔷 სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედანი, მოედნის ინვენტარი;
🔷 სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით და ა.შ;
✅აღსანიშნავია რომ ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 2 812 000 ლარი.