• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    ოქტომბერი
    სოფელ ჩოხში მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

    პროგრამის ფარგლებში, დაიდგა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი და გაიმართა დოღი, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილ საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა ადგილობრივი ფოლკლორის ნიმუშები.

    ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მოძრაობის თეატრისა და დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობები, აგრეთვე, ანსამბლი "იალონი“, ანსამბლი "ქალილო" და მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე.

    ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

    „დღეს ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს, გოდერძი ჩოხელს ვიხსენებთ. მისი შემოქმედება სავსეა პატრიოტიზმით, ჰუმანიზმით, სიყვარულითა და ფილოსოფიური ხედვით. ჩვენი ვალია, რომ ამ უდიდესი ქართველის სახელი და შემოქმედება მომავალ თაობებს გადავცეთ. სასიხარულოა, რომ დღეს აქ ბევრი ახალგაზრდა იმყოფება, რადგანაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი ყველამ ერთად, სწორედ მისი დაბადების ადგილას, სოფელ ჩოხში მივაგოთ,“ - აღნიშნა დავით ნოზაძემ.