• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    მარტი
    სოფელ მჭადიჯვარში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი.

    სამუშაოებს შპს ,,მეტალ+“ აწარმოებს რომლის საპროექტო ღირებულება 604 875 ლარია.

    პროექტის დასრულების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას და მუშაობას.

    მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია.