ოქტომბერი
545 000 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარით დაიფარება ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის მქონე შიდა გზის მონაკვეთი, სადაც აგრეთვე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.
"მოგეხსენებათ წლევანდელმა სტიქიამ ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზები საკმაოდ დააზიანა, თუმცა ამ პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეეძლება" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბარისახოს გზის რეაბილიტაციის პროექტი სრულად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.