• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    ივნისი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების თაობაზე მშენებლებთან და პროექტანტებთან ყოველკვირეული შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

    მაცაცო ნარიმანიძემ მშენებლებთან და პროექტანტებთან ისაუბრა არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე. ასევე, პროექტების ხარისხიანი შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ჩაბარების ვადებზე გაამახვილა ყურადღება.

    შეხვედრას კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.