• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ოქტომბერი
    17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

    თარიღთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა.

    ცნობისათვის, საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.