• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    ოქტომბერი
    15 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

    ✅15 ოქტომბერს, 13:00 საათზე სოფელ ჩოხში ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

    ✅ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და კულტურის სფეროს თანამშრომლები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

    ✅მხარეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიების ფარგლებში,

    გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ მხატვრულ-ლიტერატურულ ინსცენირებას წარმოადგენენ დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები, მოძრაობის თეატრი, ილია ზაქაიძის

    სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,, ქალილო’’, ანსამბლი ,,იალონი’’ და მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე.

    🟢მწერლის მშობლიურ სოფელში აგრეთვე გაიმართება დოღი და მოეწყობა ტრადიციული სამზარეულოს ჩვენება-დაგემოვნება.

    🟢ქალაქ დუშეთიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

    ✅️ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.