• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ივნისი
    მუსიკალური ფესტივალი “ვიოლინოს გასაღები” ჩატარდა

    ✅ ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით, მუსიკალური ფესტივალი “ვიოლინოს გასაღები” ჩატარდა.

    🔹 ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის, მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და კულტურის სახლის მოსწავლეებმა.

    ჟიურის გადაწყვეტილებით, საჩუქრები და დიპლომები გადაეცა შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:

    🎼 გრანპრი - 🏆სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლა, 🏆 ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლი.

    🥇 I ადგილი - დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა,

    სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლა,

    🥈 II ადგილი - დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლა,

    დუშეთის სახელოვნებო სკოლა,

    🥉 III ადგილი - სოფელ შუაფხოს სახელოვნებო სკოლა,

    დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლა,

    🎼 ჟიურის სიმპათია - დუშეთის N1 საჯარო სკოლა,

    🎼 არტისტიზმი - სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლა,

    🎼 ყველაზე პატარა მონაწილე- ჟინვალის კულტურის სახლი.

    🔹 ფესტივალ-კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური დიპლომები გადაეცა.

    🔹 მოსახლეობასთან ერთად, ფესტივალს ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.