• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    სექტემბერი
    მოქალაქეთა მიღების დღე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე დღეს, მოქალაქეთა მიღების დღის ფარგლებში, 40-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა. ადგილობრივებმა მერს პრობლემები გააცნეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

    მაცაცო ნარიმანიძემ მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან, ოთარ ჩხეიძესთან და ჯონი ბერუაშვილთან ერთად მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მიზნად ისახავს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას.