• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    მარტი
    მოსახლეობის საყურადღებოდ!

    📣📣📣მოსახლეობის საყურადღებოდ!

    ✅ 10 მარტს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსიტუტის სისხლის ბანკის“ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია.

    ✅ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნა სისხლის დეფიციტი რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია, რადგან არ არსებობს სისხლისა და სისხლის პროდუქტების შემცველი ხელოვნური ხსნარები.

    ✅ გაღებული სისხლი განაწილდება საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენებენ.

    📌 გთხოვთ, მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა.

    თქვენი აქტიურობა უამრავ პაციენტს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.