• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    აგვისტო
    მაცაცო ნარიმანიძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

    შეხვედრის თემას მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა, საუბარი აგრეთვე შეეხო მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობის პროცესში და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. მაცაცო ნარიმანიძემ ისაუბრა ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ სამოქმედო გეგმებზე და ქალ მეწარმეთა მხარდამჭერ საგრანტო პროექტზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი უწევს თანდაფინანსებას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად.

    შეხვედრის ბოლოს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე შეთანხმდნენ.