• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    ოქტომბერი
    "კოსმომ" მასტერ ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში დმანისის გუნდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა

    🇬🇪 დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "კოსმომ" მასტერ ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში კვლავ გაიმარჯვა და დმანისის გუნდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

    ⭐️მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლექსო ბუჩაშვილი დასახელდა.

    ⚽️ აღნიშნულ მატჩს, რომელიც კაჭრეთის "ამბასადორში" გაიმართა, ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.

    🇬🇪 შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მუნიციპალიტეტში ფეხბურთის პოპულარიზაციას და ამ ყველაფერში ახალი თაობის ჩართულობას.