• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    ივლისი
    ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქ. დუშეთში საქართველოს სახალხო არტისტის - ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი.

    🔹კონცერტის დაწყებამდე, ქ. დუშეთის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა გრიგოლმა (მგელიაშვილი) მომღერლის საფლავზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    🔖ღონისძიებას შეკრებილ საზოგადოებასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

    🔹მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი ილია ზაქაიძე 1924 წლის 7 ივლისს ქალაქ დუშეთში დაიბადა. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საპატიო სიგელები.

    🔹ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ ერთად შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა.

    🔹აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ქალაქ დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ერისიონი".