• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    მაისი
    დუშეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხბურთო სტადიონი "კოსმო-არენა" საზეიმოდ გაიხსნა

    ✅⚽️ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა და "მასტერ ლიგა 7x7-ზე" ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა მიმართეს.

    💬"ახალგაზრდებზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია და ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია, რომ ამ მიმართულებით ქალაქ დუშეთს "მასტერ-ლიგის" სტანდარტების მქონე სივრცე შეემატა, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებს" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    ✅⚽️"მიხარია, რომ მასტერ-ლიგის 2023 წლის სეზონმა ქალაქ დუშეთში აიღო სტარტი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, იმისათვის რომ ახალგაზრდები აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ" - აღნიშნა 7x7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა.

    ✅⚽️სპორტულ მოედანზე პირველი თამაში დუშეთის "კოსმოსა" და ბორჯომის "ტორის" შორის გაიმართა, რომელიც "კოსმოს გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

    ✅⚽️გიორგი ასლამაზიშვილმა და მაცაცო ნარიმანიძემ დუშეთის "კოსმოს" დაარსებიდან 1 წლის იუბილე მიულოცეს და მის მოთამაშეებს სიმბოლური სიგელები გადასცეს, ხოლო გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ ზვიადაური დუშეთის მუნიციპალიტეტისაგან სპეციალური საჩუქრით დაჯილდოვდა.

    🔷 ცნობისათვის, ნახევარმილიონიანი პროექტის ფარგლებში, სტადიონზე ️დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ტრიბუნები და განათება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.