• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    მაისი
    ქალაქ დუშეთის სახელოვნებო სკოლაში კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

    ✅ დუშეთის სახელოვნებო სკოლაში კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

    🔖🎼 მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე, შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალში გამარჯვებული და დუშეთის სახელოვნებო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები წარსდგნენ.

    🔖🎼კონკურსი ტარდება ყოველწლიურად შალვა დავითაშვილის საზოგადოების, ქ. თელავის მერიის, სსიპ-თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მიერ, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და ა(ა)იპ თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის N1 სამუსიკო სკოლის მხარდაჭერით;

    თავდაპირველად კონკურსში მხოლოდ კახეთის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო, 2017 წლიდან უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის დუშეთიდან შეუერთდნენ შემსრულებლები.

    🔖🎼კომპოზიტორი შალვა დავითაშვილი დაიბადა 1934 წ. ქ. თელავში. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ვაჟა ფშაველას, ზურაბ ანჯაფარიძის და კომპოზიტორთა კავშირის პრემიის ლაურეატი. ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი.

    აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორს თავისი შემოქმედების დიდი ნაწილი შექმნილი აქვს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე.

    🔖 ღონისძიებას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა.