• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    10
    მაისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში, 1941-1945 წლებში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში, 1941-1945 წლებში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა.

    მემორიალი ხორხის ხეობის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით გაკეთდა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ჩხუტიაშვილთან ერთად პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი თაიგულით შეამკო.

    ასევე, მაცაცო ნარიმანიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტუიისა და ნაძვის ნერგები დარგო.

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.