• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    დეკემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

    🔸 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ ბულაჩაურში 6.5 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

    ✔️ ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 85% უკვე შესრულებულია.

    🔸 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროსა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.

    ➡️სამუშაოების მიმდინარეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

    🚰 ცნობისათვის, აღნიშნული პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ ბულაჩაურის 2 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.