• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მაისი
    ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ ,, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა’’ და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ორგანიზებით თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’ გაიმართა.

    ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დაბა ფასანაურის N1, სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლებმა და დუშეთის კულტურის სახლის ლიტერატურის და მეტყველების წრის წევრებმა.

    🔹ჟიურიმ ფესტივალის მთავარი პრიზი- გრან-პრი დაბა ფასანაურის საჯარო სკოლას მიენიჭა. მათ მიერ შორენა ჯოჯუას ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყო მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“.

    🏆პირველი ადგილის მფლობელი გახდა ბარისახოს საჯარო სკოლა ზაზა გორელიშვილის ხელმძღვანელობით თეატრალური წარმოდგენით „ბულბულის იუბილე“. ხოლო, მეორე ადგილი დაიკავეს დუშეთის კულტურის სახლის ლიტერატურისა და მეტყველების წრის წევრებმა თეატრალიზებული სპექტაკლისთვის ,, ნიკო ფიროსმანის ცხოვრება’’. ხელმძღვანელი - ქეთევან ნავროზაშვილი.

    🏆 ნომინაციებში: არტისტიზმი, ჟიურის სიმპათია, მაყურებლის სიმპათია, საუკეთესო თეატრალური კოსტიუმი - გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

    🔹ფესტივალში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდა დიპლომით.

    🔹ღონისძიებას ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი მასპინძლობდა.